07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატების მეორე სატელევიზიო დებატები დასრულდა

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატების მეორე სატელევიზიო დებატები დასრულდა. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანდიდატებმა განსაკუთრებით მწვავედ იკამათეს რუსეთის, სირიის და სხვა საერთაშორისო საკითხებზე.

კლინტონმა თავისი კონკურენტი რუსეთთან ფინანსურ კავშირებში დაადანაშაულა, რაც დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო. მან კი საპასუხოდ კლინტონი სირიაში მეამბოხეების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავარი აქცენტი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე უნდ აიყოს გადატანილი.

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის მეილების სკანდალსაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის კლინტონს დაიჭერს, პირადი მეილებით სახელმწიფო საქმეების შესახებ მიმოწერის გამო.

დღის ამბები