07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
დაღესტანში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს - მოკლულია სამი მებრძოლი

დაღესტანში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა სულეიმან სტალსკის რაიონში სამი მებრძოლი მოკლეს. ადგილზე საგამოძიებო და სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რადგან ვარაუდობენ, რომ რაიონს კიდევ 5 ეჭვმიტანილი აფარებს თავს.

შეტაკება მოხდა ძალოვანებსა და მებრძოლებს შორის ჩეჩნეთშიც. დაიღუპა 8 მებრძოლი, 4 პოლიციელი კი დაიჭრა.

პარალელურად, სამართალდამცველებს თავს დაესხნენ ყაბარდო ბალყარეთშიც. სროლას ორი პოლიციელი ემსხვერპლა, დამნაშავეებს კი ამ დრომდე ეძებენ. 

დღის ამბები