07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
საფრანგეთი სირიაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართავს

საფრანგეთი სირიაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების მიზნით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართავს. განცხადება ფრანგული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ჟან მარკ ეროს თქმით, ოფიციალური პარიზი არ ეთანხმება რუსეთის ქმედებებს ალეპოში და თუ ფრანსუა ოლანდი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გადაწყვეტს, სწორედ რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავს.

რუსეთის ლიდერი პარიზში 19 ოქტომბერს ჩადის. პარალელურად, დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოსკოვი სირიის ქალაქ ტარტუსში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას აპირებს.

დღის ამბები