07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია - იენს სტოლტენბერგი

რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია, როგორც ეს მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში განახორციელა - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანიაში ევროკავშირის პრეზიდენტთან გამართულ შეხევდრაზე გააკეთა.

"რუსეთმა სამხედრო შესაძლებლობები განავითარა, თუმცა შეშფოთებას ყველაზე მეტად იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი ძალას იყენებენ საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა უკრაინის - ყირიმის შემთხვევაში და ასევე საქართველოში. რუსეთს ჯარები ჰყავს მოლდოვაშიც. ასე რომ, ჩვენ დღეს ვხედავთ უფრო შემტევ და ძლიერ რუსეთს, რომელიც მზადაა გამოიყენოს ძალა," - აცხადებს სტოლტენბერგი.

თუმცა, იენს სტოლტენბერგმა და დონალდ ტუსკმა რუსეთზე ზეწოლის მექანიზმების ძალაში დატოვების პარალელურად, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

დონალდ ტუსკმა ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა სირიაში მათ მიერ რუსეთის მიპატიჟების გამო, რასაც დამატებითი სირთულეები მოჰყვა.

"სანქციები ივნისში გავახანგრძლივეთ. მას მერე ვითარება გაუარესდა თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში აკეთებს. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ წარმოაჩინა ტიპიური დასავლური ილუზია, როცა რუსეთი პრობლემების მოგვარების მიზნით სირიაში მიიპატიჟა. ამის შედეგად კი მივიღეთ სრულიად ახალი პრობლემები," - დონალდ ტუსკმა. 

დღის ამბები