07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სიარიაში სამხედრო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნას პუტინი "აზრს მოკლებულს" უწოდებს

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მხრიდან სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამოძიების მოთხოვნას "აზრს მოკლებულ პოლიტიკურ რიტორიკას" უწოდებს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პუტინმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ავიაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტებზე რამდენიმე დღის წინ გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო საზოგადოებას სამხედრო დანაშაულის გამოვლენის მიზნით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები