07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ანტონ გუტერეში დაამტკიცეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონ გუტერეში ოფიციალურად დაამტკიცა. შესაბამისი რეზოლუცია ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე მიიღო.

პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში, ორგანიზაციის მეცხრე ხელმძღვანელი იქნება. ის მოვალეობის შესრულებას 2017 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს და პოსტს 5 წლით ჩაიბარებს.

ასამბლეამდე, 67 წლის გუტერეშის კანდიდატურას მხარი გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა.

დღის ამბები