07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებას საფრთხე ემუქრება - შტაინმაიერი

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებას საფრთხე ემუქრება. განცხადება ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთის პარლამენტის წევრებთან, როგორც ყირიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა, რადგან ტერიტორია რუსეთის მიერ არაკანონიერად არის მითვისებული.

ევროკავშირის ლიდერების ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობის საკითხზე, ბრიუსელში 20-21 ოქტომბერს ისაუბრებენ. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას მიგრანტების კრიზისსა და ამ პრობლემით გამოწვეულ მზარდ პოპულიზმზე ისაუბრა.

დღის ამბები