07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მგზავრების ევაკუაცია მოხდა

ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში აეროფლოტის კუთვნილი თვითმფრინავის მგზავრების ევაკუაცია მოხდა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთერთმა მგზავრმა თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ გააკეთა განცხადება.

ბორტზე მყოფი 115 მგზავრი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა კინოლოგების დახმარებით, სამგზავრო და საბარგო განყოფილებების ჩხრეკა განახორციელა.

შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრი დააკავეს, რომელმაც აღიარა, რომ განცხადება ბომბის შესახებ ხუმრობა იყო. მას რამდენიმე თვიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრება. თვითმფრინავი რეისს მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა.

დღის ამბები