07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
აფეთქება სირიის ქალაქ აზაზში - გარდაცვლილია 20 ადამიანი

აფეთქება მოხდა სირიის ქალაქ აზაზში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. საგუშაგოსთან დანაღმული მანქანა აფეთქდა. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 20 ადამიანი. უმეტესობა სირიის ოპოზიციის მებრძოლია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ქალაქი აზაზი ალეპოს პროვინციაში მდებარეობს, რომელსაც რუსეთის ავიაცია ინტენსიურად ბომბავს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ალეპოში ავიაიერიშების შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა. 4 მათგანი სკოლის მოსწავლეა.

დასავლეთი ალეპოს დაბომბვების გამო, რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება. ბარაკ ობამა დღეს, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს და სამხედრო ჩარევის გზებს განიხილავს.

დღის ამბები