07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ერდოღანი და პუტინი სამხედრო თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

ოფიციალური მოსკოვი და ანკარა რუსეთის მიერ თურქეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით მომარაგების საკითხს განიხილავენ.

განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა ერევანში გააკეთა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ თემაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა რამდენიმე დღის წინ, პუტინის სტამბოლში ვიზიტის დროს, ისაუბრეს.

კრემლის პრეს-სპიკერის თქმითვე, თურქული მხარის სურვილის შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, საკითხი უფრო დეტალურად განიხილოს.

დღის ამბები