07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
კიევში ულტრა-მემარჯვენე ძალების მასშტაბური აქცია გაიმართა

კიევში ულტრა-მემარჯვენე ძალების მასშტაბური აქცია გაიმართა. უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათასი ნაციონალისტი და აზოვის ბატალიონის წევრი გამოვიდა.

სამშობლოს დამცველისა და უკრაინის მეამბოხეთა არმიის დაარსების დღის აღსანიშნად დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ნაციონალისტების პარალელურად, კიევში რუსული აგრესიაც გააპროტესტეს.

მომიტინგეები რუსეთის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ და მოსკოვისგან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე თათრების მასობრივი რეპრესიის შეჩერება მოითხოვეს.

ანალოგიური აქციები ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა. 

დღის ამბები