07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ნიცაში ბასტილიის აღების დღეს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულები გაიხსენეს

ნიცაში ბასტილიის აღების დღეს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულები გაიხსენეს. ტერაქტიდან სამი თვე გავიდა.

თარიღის აღსანიშნად ნიცაში მემორიალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც თავდასხმის დროს გადარჩენილები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასევე საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები და მონაკოს პრინცი ესწრებოდნენ.

ცერემონიაზე პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სიტყვითაც გამოვიდა. ამოიკითხეს ტერაქტის დროს დაღუპული 86 ადამიანის სახელი და გვარიც. თითოეული მათგანის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილებმა მემორიალი თეთრი ვარდებით შეამკეს. 

დღის ამბები