07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
დონეცკში სეპარატისტი საველე მეთაურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა "ნაციონალისტურმა" დაჯგუფებამ აიღო

დონეცკში სეპარატისტი საველე მეთაურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ნაციონალისტურმა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც მხოლოდ 4 წევრისგან შედგება.

მათ ინტერნეტში ვიდეო გაავრცელეს და სეპარატისტების ლიდერებსაც მოკვლით დაემუქრნენ. არსენ პავლოვი მეტსახელად მოტოროლა საკუთარი სახლის ლიფტში ააფეთქეს.

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები მომხდარში უკრაინის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებენ.

ოფიციალური კიევი კი აფეთქებასთან კავშირს უარყოფს. არსენ პავლოვი იალოვაისკის, დებალცევოსა და დონეცკის აეროპორტთან ბრძოლების მონაწილე იყო და ამისთვის ჯილდოც ჰქონდა მიღებული.

შარშან ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა კიდეც, რომ 15 უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტა. ამისთვის უკრაინის ხელისუფლებას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

დღის ამბები