07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ერაყის არმიამ 8 სოფელი ISIS-ის მებრძოლებისგან გაანთავისუფლა

ერაყის არმიამ და ქურთმა მებრძოლებმა მოსულის სამხრეთ-აღმოსავლეთით წინ წაიწიეს. გავრცელებული ცნობით, ქურთმა მებრძოლებმა ქალაქის შემოგარენში 8 სოფელი გაათავისუფლეს. შეტევების შედეგად ისლამისტებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს და მოსულის ცენტრში გამაგრება დაიწყეს.

ქალაქის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მასში 90 ათასზე მეტი ერაყელი და ქურთი სამხედრო მონაწილეობს. სამთავრობო ძალებს საერთაშორისო კოალიცია ავია დარტყმებით ეხმარება. მოსული ბოლო ქალაქია ერაყში, რომელსაც ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.

 

დღის ამბები