07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
წყალდიდობა ვიეტნამში - დაღუპულია 11 ადამიანი

11 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ვიეტნამში. სტიქიამ ქვეყნის 4 ცენტრალური პროვინცია დააზარალა. ქვეყნის ამ ნაწილში 1 კვირაა გადაუღებლად წვიმს.

10 ათასობით ადამიანს საკვების მარაგი ამოეწურა, ზოგიერთი რაიონი კი გზების დატბორვის გამო, გარე სამყაროსააა მოწყვეტილი. დატბორილია 30 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მოსალხლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უამინდობა ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია, რომელიც ფილიპინებიდან ვიეტნამის მიმართულებით გადაადგილდება, ასე რომ მეტეოროლოგები უფრო მეტ ნალექს ვარაუდობენ.

დღის ამბები