07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ნორვეგიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემები შენიშნეს

ნორვეგიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემები შენიშნეს. 8 ხომალდი, რომელთა შორის ერთი საბრძოლო და ერთიც ავიამზიდია, კუნძულ ანდოიასთან საერთაშორისო წყლებში იმყოფება.

რუსულმა მხარემ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურობას აცნობა, რომ ფლოტი ხმელთაშუაზღვისკენ მიემართება.

ექსცესების თავიდან ასაცილებლად შემთხვევის ადგილზე ნორვეგიული ფრეგატი გაგზავნეს, რომელსაც ტერიტორიიდან რუსული ხომალდების გაცილება დაევალა. მოგვიანებით რუსულ ფლოტს უკან ნატო-ს კიდევ ერთი გემიც გაყვება.

დღის ამბები