07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
თურქმა ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოკლეს

თურქმა ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოკლეს. სპეცოპერაცია ანკარაში ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალოვანების ყურადღება საეჭვო მამაკაცმა მიიქცია, რომელიც სავარაუდოდ თავის აფეთქებას გეგმავდა.

მისი დაკავების მცდელობის დროს ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.

დღის ამბები