07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ლეონარდო დი კაპრიოს შესაძლოა გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი ჩამოართვან

ლეონარდო დი კაპრიოს შესაძლოა გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი ჩამოართვან. ინიციატივით შვეიცარიული ეკოლოგიური ფონდი გამოდის. საქმე ეხება მარტინ სკორსეზეს ფილმის უოლ სტრიტის მგლის დაფინანსებას.

მსახიობს და გადამღებ ჯგუფს მალაიზიურ საინვესტიციო ფონდთან კავშირში ადანაშაულებენ, რომელიც კორუფციულ სკანდალში გაეხვა. შვეიცარიელები აცხადებენ, რომ დი კაპრიო და ფილმის ავტორები უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული ამ ფონდთან და ფილმის არალეგალური დაფინანსების შესახებ მათთვის ცნობილი იყო.

თავად კინოსტუდიაც და დი კაპრიოს წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ და მალაიზიური ფონდის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებაც მათთვის ცნობილი პრესიდან გახდა.

დღის ამბები