07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი საქველმოქმედო გალა სადილზე ერთ მაგიდასთან

ცხარე დებატებიდან ერთი დღის შემდეგ, დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნიუ იორკში საქველმოქმედო გალა სადილზე ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ. ღონისძიება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ პრეზიდენტობის კანდიდატებს იწვევს და ტრადიციის მიხედვით, ისინი ხშირად ხუმრობენ ისეთ თემებზე, რაზეც სხვა სივრცეში ცხარედ კამათობენ.

ამჯერადაც, ჰიალრი კლინტონი თავისი კონკურენტის ხუმრობებმა საკმაოდ გაამხიარულა.

მანამდე კი, დემოკრატების კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაზე ბარაკ და მიშელ ობამები გამოვიდნენ. მათ დონალდ ტრამპის უკანასკნელი გამონათქვამები გააკრიტიკეს იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგი შეიძლება არ აღიაროს. ბარაკ ობამამ ეს საშიშ ტენდენციად შეაფასა.

დღის ამბები