07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ქალაქ კირკუკში სამთავრობო ძალები "ისლამური სახელმწიფოს" შეტევის მოგერიებას ცდილობენ

ერაყის ქალაქ კირკუკში სამთავრობო ძალები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა შეტევის მოგერიებას ცდილობენ. მასშტაბური თავდასხმა ტერორისტებმა ქალაქზე გამთენიისას დაიწყეს. დაიკავეს პოლიციის შენობები, უსაფრთხოების სამსახურის ოფისები და ქალაქის სხვადასხვა რაიონში გამაგრდნენ.

შეტაკებების შედეგად 16 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ტერორისტებმა მოკლეს 6 პოლიციელი, თავად კი 12 მებრძოლი დაკარგეს. გავრცელდა ცნობა, რომ ISIS-ის მებრძოლები კირკუკის ადმინისტრაციის შენობასა და სასტუმროშიც შეიჭრნენ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები