07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში ამერიკული სამხედრო ხომალდი ჩაერთვება

მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში ამერიკული სამხედრო ხომალდი ჩაერთვება. ავიამზიდი ეიზენჰაუერი არაბეთის ყურეშია მობილიზებული. ათობით მოიერიშე ისლამური სახელმწიფოს პოზიციების განადგურების მიზნით, ერაყის არმიას საჰაერო მხარდაჭერას გაუწევს. მოსულის მისადგომებთან ინტენსიური ბრძოლები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მასშტაბურ აფეთქებას გეგმავდნენ, თუმცა დანაღმული სატვირთო ავტომობილები ქურთმა მებრძოლებმა დროულად გაანადგურეს.

მოსულზე შეტევას პირველი მსხვერპლი მოჰყვა შეერთებული შტატების კონტინგენტში. ამერიკელი ჯარისკაცი გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა და ჭრილობებისგან, ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დღის ამბები