07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსკოვს აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსკოვს აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს. ჯეიმს კლეპერის განცხადებით, რუსეთის კიბერთავდასხმები დემოკრატიული პარტიის სერვერებზე მოახლოებული არჩევნების წინ აგრესიული ნაბიჯია.

"ვიკილიქსისა და სხვა მსგავსს საიტებზე საიდუმლო მასალების გამოქვეყნება და დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზების გატეხვა ურთიერთკავშირშია,"- აცხადებს ჯეიმს კლეპერი და მიიჩნევს, რომ 8 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებს მოსკოვის ძალისხმევა ხელს ვერ შეუშლის. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კიბერდანაშაულის გზით არჩევნების შედეგის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ხმის მისაცემი აპარატები ინტერნეტში ჩართული არ არის.

დღის ამბები