07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
"სიყვარული და ბედნიერება" - თეთრმა სახლმა ობამას მმართველობის პერიოდში ბოლო მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლა

თეთრმა სახლმა ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში ბოლო მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ რეზიდენციაში შოუბიზნესის ფერადკანიანი ვარსკვლავები მიიღეს, მათ შორის აშერი, იოლანდა ადამსი და ჯილ სკოტი.

კონცერტს სახელწოდებად სიყვარული და ბედნიერება შეურჩიეს.

ბარაკ ობამამ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და მოუწოდა არ მოეწყინათ, რადგან მისივე თქმით, საღამოზე ის არც ცეკვას და არც სიმღერას აპირებდა. პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები ძალიან მოენატრება.

დღის ამბები