07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სავაჭრო ცენტრში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა - ევაკუაცია და განგაში ბელგიაში

ევაკუაცია და განგაში ბელგიის სავაჭრო ცენტრში. ბრიუსელის მახლობლად, შატლეს რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში კალაშნიკოვით შეიარაღებული სამი მამაკაცი შეიჭრა. მათ რამდენიმე გასროლაც განახორციელეს, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ შენობიდან ხალხი გაიყვანა. გამოძიება მომხდარს ტერორისტულ აქტს არ უკავშირებს.

წინასწარი ვერსიით, ეჭვმიტანილები სავაჭრო ცენტრში საიუველირო მაღაზიის ძარცვის მიზნით შეიჭრნენ. სხვა დეტალებს სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

დღის ამბები