07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ალეპოში ავიაიერიშები განახლდა

სამდღიანი ჰუმანიტარული ზავის შემდეგ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა. რუსეთისა და სირიის ავიაციამ ქალაქის დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვისთანავე დაიწყეს.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავებმა იერიშები ალეპოს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ხაზზე მიიტანეს, აღმოსავლეთ რაიონებში კი ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის განახლდა შეტაკებები.

გაეროში აცხადებენ, რომ რამდენიმედღიანმა ჰუმანიტარულმა პაუზამ რეგიონში ვითარება ვერ შეცვალა, რადგან უსაფრთხოების გარანტიის არ ქონის გამო მათ ქალაქიდან პაციენტების ევაკუაცია ვერ შეძლეს, მოსახლეობამდე ვერც ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწია.

დღის ამბები