07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
აშშ სტამბულში მცხოვრებ მოქალაქეებს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების გენერალური საკონსულო სტამბოლში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებსა და სხვა უცხოელებს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. დიპლომატიური უწყების ცნობით, თავდასხმებს შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი ან სპონტანური ხასიათი ჰქონდეს.

საკონსულოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მოსალოდნელია შეიარაღებული თავდასხმები, გატაცების მცდელობები, აფეთქებები და ძალადობის სხვა აქტები.

უწყება მოქალაქეებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს, თავი შეიკავონ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი სირიის საზღვართან გადასახლებისგან.

დღის ამბები