07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსეთისთვის ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გაგრძელების საკითხი არააქტუალურია

რუსეთისთვის ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გაგრძელების საკითხი არააქტუალურია. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რეჟიმის კვლავ ასამოქმედებლად, მათი ოპონენტების მხრიდან ანტისახელისუფლებო დაჯგუფებების მიმართ ადეკვატური მიდგომაა საჭირო.

რუსეთისა და სირიის ავიაციამ ალეპოს დაბომბვა შაბათს ღამით, სამ დღიანი ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ განაახლეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ინტენსიური ბრძოლების შედეგად სამთავრობო ძალებმა ალეპოს სამხრეთით ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი მაღლობი დაიკავეს. 

დღის ამბები