07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
თავდასხმა პოლიციის აკადემიაზე პაკისტანში - დაღუპულია 50-მდე კადეტი

50-მდე კადეტი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ კეტაში, პოლიციის აკადემიაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. 200-მდე მძინარე სტუდენტს თავს 6-მდე შეიარაღებული პირი დაესხა.

20 წუთში ადგილზე სპეციალური ქვედანაყოფები მივიდნენ. სპეცოპერაცია 5 საათს გაგრძელდა. ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ერთი კი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 65-ს აღწევს.

ეს ავღანეთში, აგვისტოს შემდეგ მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მასზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგფებას არ აუღია.

დღის ამბები