07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სირიის ქალაქ ალეპოს შემოგარენში ასადის არმია მეამბოხეებს უტევს

სირიის ქალაქ ალეპოს შემოგარენში ასადის არმია მეამბოხეებს უტევს. შეიარაღებული ჯგუფების მიერ ბოლო შეტაკებების ამსახველ კადრებს სირიული მედია ავრცელებს. ეს იმის ფონზე, რაც რუსეთმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი ამოწურა და შეტევები განაახლა.

პარალელურად, სირიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია იდლიბის პროვინციაში განაგრძობს სამაშველო სამუშაოებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ასევე დაბომბვების ობიექტი იყო.

მაშველებმა დანგრეული შენობიდან, გადარჩენილი ბიჭი ამოიყვანეს.

დღის ამბები