07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
6%-იანი სხვაობა კლინტონსა და ტრამპს შორის - აშშ-ში საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის

შეერთებული შტატებში საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დემოკრატების კანდიდატი თავის კონკურენტს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 6%-ით უსწრებს.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის პრეზიდენტად არჩევას გამოკითხულთა 48% ემხრობა. დონალდ ტრამპს კი 41% უჭერს მხარს.

მილიარდერი აცხადებს, რომ უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე გამოკითხვები ასახავს და კვლევით ორგანიზაციებს დემოკრატების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები