07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან ახალი სასტუმრო გახსნა

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში თეთრ სახლთან ახლოს ახალი სასტუმრო გახსნა. ცერემონიას მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი უძღვებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს მამის ოპონენტები გააკრიტიკა და ტრამპების ბიზნესის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების ახალ გეგმას განახორციელებს.

დემოკრატების კანდიდატი კი საარჩევნო კამპანიას ფლორიდაში განაგრძობს, სადაც 69 წლის იუბილე ჟურნალისტებთან ერთად აღნიშნა და მათ შოკოლადის ნამცხვრით გაუმასპინძლდა.

დღის ამბები