07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. ლაინერი, რომლის ბორტზეც მაიკ პენსი და მისი დელეგაციის 30-მდე წევრი იმყოფებოდა, ნიუ იორკის აეროპორტში მოცურდა და ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

ინციდენტი ლაგვარდიას აეროპორტში დაშვებისას მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამოვლინდა.

დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები