07 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სირიელი მეამბოხეების შეტევა ალეპოში - გარდაცვლილია 15 მშვიდობიანი მოქალაქე

სირიელი მეამბოხეები ალეპოში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბოხებულებმა რამდენიმე ასეული რაკეტა გაისროლეს.

იერიშების შედეგად კი, სულ მცირე 15 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მეამბოხეებმა გრადის ტიპის სისტემები გამოიყენეს და ალ ნაირაბის სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს იერიში, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

ალეპოს დაბომბვა განაახლა სირიის არმიამაც. დამკვირვებლების ცნობით, სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, იერიშები ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებზე მიიტანეს და მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს.

დღის ამბები