07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბრაზილიაში ციხის ბუნტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ციხის ბუნტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, ბუნტი ქალაქ მანაუსუს საპატიმროში ორი სხვადასხვა ნარკოკარტელის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

თუმცა პატიმრების ნათესავები აცხადებენ, რომ მიზეზი გაუსაძლისი პირობები გახდა. ციხეში, რომელიც 600 პატიმარზეა გათვლილი 1500-მდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს.

მედიის ინფორმაციით, არეულობა საპატიმროში 17 საათს გაგრძელდა, შენობაში კი პერიოდულად სროლის ხმაც ისმოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუნტის შედეგად რამდენიმე პატიმარმა გაქცევა მოახერხა. მათ სამართალდამცველები მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ.

დღის ამბები