07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
"თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე, ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ - ევგენი ონინი ცერცვაძის საქმეზე

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის რუსული მხარისთვის გადაცემა არ მოხდეს, რამდენიმე იურიდიული ბერკეტი არსებობს.

ამის შესახებ ენინმა განცხადება რუსთავი 2-სთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში გააკეთა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ ქართველი სამხედრო უკრაინის მხარეს იბრძოდა, მას რუსეთს არცერთ შემთხვევაში გადასცემენ. 

„მოცემულ ეტაპზე ჩემთვის უცნობია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ პირის გადაცემის მოთხოვნით მოგვმართა. საერთაშორისო კონვენციების თანახმად, მათ ამისთვის 40 დღე აქვთ დაკავებიდან. მე სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაცის იმის შესახებ თუ რომელი გამშვები პუნქტებიდან გამოფრინდა ის უკრაინის მიმართულებით, თუმცა როგორც კი ის დაჯდა აეროპორტში, სისტემამ იმუშავა და შეგვატყობინა, რომ ეს მოქალაქე იმყოფება საერთაშორისო ძებნაში. არის სიტუაციები, როდესაც სისტემა ამა თუ იმ მიზეზით არ მუშაობს, ამიტომ ფრთხილი ვიქნებოდი შეფასებაში.

ჩემთვის რთულია კომენტარის გაკეთება ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე, რადგან ეს ასპექტი არ შედის პროკურატურის კომპეტენციაში. ჩვენ პასუხს ვაგებთ საექსტრადიციო შემოწმებაზე და შესაბამისი გადაწყევტილების მიღებაზე. უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და თუ არსებობს გარემოება, სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე ან მის წამებაზე, საერთაშორისო კონვენციების თანახმად, ჩვენ უარს ვაცხადებთ მის გადაცემაზე. არ გვინდა წინასწარ საუბარი ექსტრადიციული შემოწმების შედეგებზე.

როგორც კი ყველა საბუთი შეგროვდება და ყველა კომპეტენტური ორგანო საკუთარ დასკვნას მოგვცემს, უკრაინის გენერალური პროკურატურა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის, უკრაინის ნაციონალური ინტერესების. მე ვერ გეტყვით აქვს თუ არა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე არ ხდება რაიმე არაორდინალური იმისთვის, რომ ამის შესახებ საქმის კურსში სახელმწიფოს მეთაური ჩავაყენოთ. ჩვენ ვმუშაობთ და გვაქვს ურთიერთობა ქართველ სამართალდამცველებთან, ამიტომ, ამის მიზეზს ვერ ვხედავ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს, დავსვათ საკითხი აგრესორი ქვეყნისთვის მისი გადაცემის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა, ეს არ ჯდება არაფერში და ეს პრინციპის საკითხია,“-განაცხადა ონინმა.

დღის ამბები