07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და მედია თავისუფლება - ევროსაბჭომ ჟურნალისტებზე თავდასხმის წინააღმდეგ რეზოლუციას კენჭი უყარა

რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას დაემატა, რომელიც ევროპაში მედია თავისუფლებას ეხება. ამ გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგად 121-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შესწორება ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. შესწორებას არ ეთანხმებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარე მედია დავები არ უქმნის ქვეყანაში საფრთხეს მედია თავისუფლებას.

საბოლოოდ ევროსაბჭომ ევროპაში მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის წინააღმდეგ რეზოლუციას კენჭი უყარა. საბოლოო რედაქციაში მას დაემატა შესწორება, სადაც წერია, რომ ქვეყნის ყველაზე პოპულარული პროევროპული ტელევიზიის მფლობელების შეცვლის მცდელობამ საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტელევიზიების მფლობელთა შეცვლა არ მომხდარა, აქ მყოფთა უმრავლესობა კვლავ შეშფოთებულია მფლობელთა შეცვლის მცდელობის გამო. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველას მხარი დაუჭიროს შესწორებას რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩემი აზრით ძალიან დაბალანსებულია. ის შემდეგი შინაარსისაა: ,,საქართველოს ყველაზე პოპულარული პროევროპული ტელევიზიის მფლობელების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ." თუ ხმას არ ამოვიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს საქართველოს მთავრობისთვის ცუდი გზავნილი იქნება,“-განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ ნილეს კროსმა.

დღის ამბები