07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ენმ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან

ნაციონალური მოძრაობა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან. 

ეს განცხადება ენმ-მ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაავრცელა. 

„29 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია გაააქტიურა. შეტევა ხორციელდება დასახლებულ პუნქტ ავდეევკაზე. რუსული შენაერთები აქტიურად იყენებენ გრადის ტიპის საარტილერიო დანადგარებს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. 24 საათის მანძილზე 3 დაიღუპა და 24 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ცეცხლის გამო სარემონტო სამუშაოები ვერ გრძელდება. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზეც. რუსეთის ფედერაცია ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

"დღეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭო საგანგებო სხდომას მართავს. დღესვე იმართება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხდომაც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს და სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას. თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგავართ.

"ამავე დროს მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისაკენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში, რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები