09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ჩეჩენი ტერორისტის საქმეზე სასამართლო განხილვები იწყება.

დღეს ბოსტონში გახმაურებული პროცესი იწყება. ვერდიქტი ჩეჩენ ახალგაზრდას ჯოხარ ცარნაევს უნდა გამოუტანონ, რომელმაც ორი წლის წინ ძმასთან ერთად მარათონის დროს ორი ბომბი ააფეთქა.

ამ ტერაქტს 2013 წლის 15 აპრილს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. მოსმენა ნაფიც მსაჯულთა შერჩევით დაიწყება. კანდიდატთა სია 1200-კაციანია.

ბრალდების მხარე 21 წლის ცარნაევისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ითხოვს, თუმცა მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განსასჯელი უფროსი ძმის დავალებას ასრულებდა და ნაფიცმა მსაჯულებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. ჯოხარ ცარნაევის უფროსი ძმა ტერაქტის მეორე დღეს დაკავების ოპერაციისას დაიღუპა.

დღის ამბები