09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ისლამიზაციის წინააღმდეგ გერმანიაში აქცია გაიმართა [ფოტო]

გერმანიის ქალაქებში ისლამიზაციის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება. ანტიისლამურ აქციებს 30 ათასი ადამიანი შეუერთდა.

მიტინგები სახელწოდებით ”ევროპელი პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ” მოძრაობა "პეგიდას" მიერ იყო ორგანიზებული. ისინი ევროპაში მუსლიმების რიცხვის ზრდას აპროტესტებენ და ევროკავშირისგან საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვენ.

გამოკითხვების თანახმად, ამ იდეას გერმანიის მოსახლეობის მესამედი უჭერს მხარს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც აქციებს გმობს. ანტიისლამური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა, პროტესტის ნიშნად, კიოლნის ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობები ჩააბნელეს.

დღის ამბები