07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
მინსკში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება

მინსკში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი დღეს
ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებს ხვდება.

დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი მინსკ არენა მოინახულა. აღინიშნა, რომ ქართული მხარისათვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სპორტკომპლექსის გამოცდილების გაზიარება ბაკურიანის კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ მინსკში დიდი სამამულო ომის ბელარუსის სახელმწიფო მუზეუმიც მოინახულეს.

გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

დღის ამბები