07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ახალი სკანდალი ვაშინგტონში - დემოკრატები გენერალურ პროკურორს რუსეთის ელჩთან კავშირში ადანაშაულებენ

დემოკრატები შეერთებულ შტატების გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ჯეფ სეშენსს რუსეთის ელჩთან კავშირის დამალვაში ადანაშაულებენ.

ახალი სკანდალი ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. გამოცემის ინფორმაციით, იუსტიციის მდივანი, რომელიც გენერალური პროკურორიც არის, საარჩევნო კამპანიის დროს ორჯერ შეხვდა რუსეთის ელჩს, თუმცა ეს ინფორმაცია კონგრესის წევრებს მისი კანდიდატურის განხილვის დროს დაუმალა.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის ნენსი პელოსის თქმით, ჯეფ სეშენსმა ფიცის დადების დროს იცრუა.

თავად გენერალური პროკურორი ბრალდებას ყალბს უწოდებს. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნების განსახილველად არასდროს შემხვედრია.

დღის ამბები