07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ფრანსუა ფიონს საკუთარი გუნდის წევრები ტოვებენ

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ფრანსუა ფიონს საკუთარი გუნდის წევრები ტოვებენ. კამპანიაში მონაწილეობაზე უარი ფიონის თანაშემწემ საგარეო საქმეთა საკითხებში უკვე თქვა. ცენტრისტული პარტია კი, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში 27 დეპუტატი ჰყავს, საბოლოო გადაწყევტილებას მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

ყოფილი მხარდამჭერები ფრანსუა ფიონს პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. კანდიდატი ირწმუნებოდა, რომ თუ მისი მეუღლის დასაქმებასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე საფრანგეთში ოფიციალური გამოძიება დაიწყებოდა, ის საარჩევნო კამპანიას შეწყვეტდა, თუმცა გუშინ განაცხადა, რომ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენების მისაცემად ფრანსუა ფიონი სასამართლოში 15 მარტს არის დაბარებული.

დღის ამბები