07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი შეცდომის გამო ხმების დამთვლელ სააგენტოსთან კოტრაქტის გაწყვეტას განიხილავს

ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი შეცდომის გამო ხმების დამთვლელ სააგენტოსთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს განიხილავს.

სააგენტომ ორი თანამშრომელი, რომლებმაც უშუალოდ დაითვალეს ხმები, სამსახურიდან დაითხოვა. სწორედ ამ ორი თანამშრომლის შეცდომის გამო მოხდა გაუგებრობა და მსახიობებმა გამარჯვებული ფილმის, მთვარის შუქის ნაცვლად, ლა ლა ლენდი გამოაცხადეს. ოსკარის 89-წლიან ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები