07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ცნობილ აზერბაიჯანელ ბლოგერს ბაქოს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცნობილ აზერბაიჯანელ ბლოგერს ბაქოს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეჰმენ გუსეინოვი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებისა და პარლამენტის წევრების კორუფციულ საქმეებს იძიებდა.

ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 9 იანვარს დააკავეს. ბლოგერის თქმით, მას 4 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ანტიკორუფციული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

გუსეინოვის ადვოკატის შეფასებით, განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას არღვევს, ამიტომ დაცვის მხარე უახლოეს მომავალში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღის ამბები