07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ხელისუფლებას ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ხელისუფლებას ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ასე უპასუხა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანელი ჟურნალისტის დაკავების გამო ბერლინში გამოთქმულ კრიტიკას.

სტამბოლში სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა დი ველტის ჟურნალისტს "გერმანელი აგენტი" და "ქურთთა მუშათა პარტიის წევრი" უწოდა. პარალელურად, გერმანიის რამდენიმე ქალაქში ღონისძიებები გააუქმეს, რომლებზეც თურქი მინისტრები სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ, რასაც ოფიციალური ანკარის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას ისიც კი ურჩია, რომ თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, სწორად მოქცევა ისწავლონ.

დღის ამბები