07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი, საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა მიატოვა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი, უკვე მეორე თანაგუნდელმა მიატოვა. პოსტიდან გადადგა ფიონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, პატრიკ სტეფანინი.

მან ფინანსურ დარღვევებზე გამოძიების დაწყების გამო, ფიიონს კამპანიის შეწყვეტა ურჩია, თუმცა მენეჯერის რჩევა მან არ გაითვალისწინა.

ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ მისი მეუღლე პარლამენტში თანაშემწედ ფიქტიურად იყო დასაქმებული, ხელფასის სახით კი 800 ათასზე მეტი ევრო მიიღო. 

 

დღის ამბები