07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად ახალი განკარგულება მოამზადა

დონალდ ტრამპმა მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად ახალი განკარგულება მოამზადა. საიმიგრაციო აკრძალვის ახალ ვერსიას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორშაბათს მოაწერს ხელს. ინფრომაციას გამოცემა პოლიტიკო თეთრ სახლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს არ დაუკონკრეტებია რა ცვლილელები შევიდა განკარგულების ახალ ვერსიაში, თუმცა მედიის ცნობით, ახალი დოკუმენტი, ისევე როგორც პირველ განკარგულება, 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას აუკრძალავს. წინა ვერსიისგან განსხვავებით, ამჯერად აკრძალვა არ შეეხება მწვანე ბარათის - ე.წ. გრინ ქარდის მფლობელებს და მათ ვისაც შეერთებული შტატების მოქმედი ვიზები აქვთ.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები