07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
სირიის საჰაერო ძალების გამანადგურებელი თურქეთის საზღვარზე ჩამოვარდა

სირიის საჰაერო ძალების გამანადგურებელი თურქეთის საზღვარზე ჩამოვარდა. მიგ 23-ის ფრაგმენტები თურქმა სამართალდამცველებმა ამანოსის მთიან რეგიონში აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში თვითმფრინავის პილოტსაც მიაკვლიეს.

მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და კატასტროფას გადაურჩა. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დამასკოში პირველად ვერსიად უამინდობა დაასახელეს. სირიის მეამბოხე ძალები კი აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი მათ ჩამოაგდეს. ინციდენტი კი იმ დროს მოხდა, როდესაც მიგ-23-მი პროვინცია იდლიბში მათ პოზიციებს ბომბავდა.

დღის ამბები