07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ბერკლიში ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია 3 ადამიანი

დონალდ ტრამპის პოლიტიკის მომხრეებმა შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები გამართეს. ორგანიზაცია პატრიოტები მუშათა კლასიდან ქვეყნის 60-მდე ქალაქში გამოვიდნენ აქციაზე და ტრამპის საიმიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკას დაუჭირეს მხარი.

აქციები ძირითადად ექსესების გარეშე გაიმართა, გამონაკლისი კალიფორნია გახდა. ბერკლიში ტრამპის მომხრეების გვერდით აქცია მისმა მოწინააღმდეგეებმაც გამართეს, რასაც მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. აქტივისტების გაშველება სამართალდამცველებს მოუხდათ. შეტაკებების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები