07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოთხივემ 100 კილომეტრი გაიარეს და სამი მათგანი იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. რაკეტების გაშვება დაადასტურეს ტოკიოში, სეულსა და ვაშინგტონშიც.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანა მზადაა საფრთხის შემთხვევაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.

ექსპერტების შეფასებით, რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივ წვრთნას უკავშირდება, რომელიც რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 

დღის ამბები